რას ფიქრობს “მამაჩემი” სექსზე…

“მამა” უკვე ხვდება, რომ ვიცი თუ როგორი აბსურდია წეროების, კომბოსტოების და უცხოპლანეტების  მითები “ბავშვის კეთებასთან” დაკავშირებით. ისიც იცის, რომ უკვე დიდი გოგო ვარ და სექსთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორნმაციასაც ვფლობ. იმ აზრსაც ეგუება, რომ შეყვარებულ(ებ)ი მყოლია, მეყოლება და მასთან ერთად მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დავდიოდი  და არც ვივლი:) . ალბათ ისიც უფიქრია, რამეს ხომ არ “ვმაიმუნობთ”,  მარტო როცა ვრჩებით? :), მაგრამ ეს ფიქრები უმალვე ქრება მისი გონებიდან. პირველად, როდესაც ქალის და კაცის, კონკრეტულად ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე დავწერე, არ დამავიწყდება მამჩემის გაოცებული, ოდნავ ფერმკრთალი სახე. უბრალოდ ვუთხარი, რომ სტატია დავწერე ერთ-ერთ გაზეთში. მას უყიდია ეს გაზეთი და… “კარგი გოგო ხარ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს თემა?”, რაღაც გამომცდელი მზერა დავიჭერე მასში, როცა მან ეს მკითხა :). ალბათ “მამჩემი” არასდროს შეეგუება იმ აზრს, რომ “boyfriend”-ი მყავდეს და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ წილად ასეც უნდა იყოს. არა იმიტომ, რომ მამჩემი ერთი, “დრომოჭმული” კაცია, რომელსაც არაფერი ესმის ახალგაზრდების, პირიქით ძალიან თანამედროვე და საღად მოაზროვნე ადამიანია, უბრალოდ მას არ უნდა “ცხოვრება დავინგრიო”. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შორის სექსთან დაკავშირებით, მხოლოდ ის არის, რომ “მამა” თვლის, როდესაც 2 ადამიანს ურთიერთობა აქვთ, ე.ი. მათ ერთმანეთი უყვართ, რადგან უყვართ, მათი ცხოვრება ერთმანეთს უკავშირდება, რადგან უკავშირდება ე.ი. ეს ურთიერთობა ღვთისგან კურთხეულია(მამა ძალიან მორწმუნეა), რადგან კურთხეულია, მათ უდიდესი მისია ეკისრებათ შვილის გაჩენა და დარჩენილი ცხოვრების, ერთმანეთის სიყვარულით გატარება, ოღონდ სექსი ამ შემთხვევაში არა ურთიერთობის დაწყების მიზეზია, არამედ სიყვარული, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებაა(ქორწინება) სექსის მიზეზი. “ქალიშვილობის ინსტიტუტი” მაინც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს “მამაზე”. მე კიდევ ვთვლი, რომ “ქალწულად ჩაბარდე ქმარს”, ცოტა არ იყოს  გადამლაშებულია.  სექსი არ არის გარყვნილება, სექსით არ ხდება სულის წარწყმედა. მეგობარ ბიჭთან თუ გაქვს სექსი, ეს ძალიან ბუნებრივი და დავამატებ ბევრად ცივილურია, ვიდრე გაუფრთხილდე “აპკს” და ამ დროს მართლაც, რომ წარიწყმიდო “სული შენი”. თუმცა ერთ რამეში ვეთანხმები მამას, ყველაფერს თავის ასაკი, ანუ დრო აქვს. ალბათ სწორედ ამას გულისხმობს “მამაც”, მას არ უნდა ცხოვრებაში შეცდომით გადავდგა ნაბიჯი, ასევე ალბათ სექსშიც :), რომ მერე არ ვინანო, თუმცა ჩემი აზრით შეცდომები საჭიროა, რადგან ისწავლო, უფრო მეტი ვიდრე გგონია, რომ იცი. ზოგადად “მამა” და შვილი სექსზე არ საუბრობს, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ისაუბრონ, რადგან სექსი ურთიერთობაა. ურთიერთობებზე საუბარი კი, მშობლებთან სასარგებლოა, რადგან ისინი კარგი მრჩეველები, უფროსები და გამოცდილები არიან. ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს და გვინდა რომ მოგვისმინოთ. თქვენ “ჩვენ” იყავით და ჩვენც “თქვენ” გავხდებით…

მამა, მშობელბი და ბავშვები

…VS…

“თქვენ ჩემი არ გესმით…”,  “ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი…” , “რასაც მინდა იმას ვიზამ…”,  “შენც ხომ იყავი ჩემხელა…”

ეს ის უხშირესი ფრაზები გახლავთ, რასაც ყოველ მეორე ოჯახში გაიგონებთ. შვილები vs მშობლები და პირიქით, ანუ ერთი დიდი ოჯახური დაპირისპირება. ზემოთ ჩამოთვლილ ფრაზებს ძირითადათ ჩვენ ახალგაზრდები, თინეიჯერები ვამბობთ და ნამდვილად შეგვიძლია მათი “ახსნაც” :), ხოლო მშობლები ამ დროს ჩვენი “დაჩაგვრის” მიზნით შემდეგ წინადადებებს ისვრიან: “შენც გახდები მშობელი…”, “ნეტავ შენნაირი შვილი გყავდეს და ისე გაგამწაროს, როგორც შენ მე მამწარებ…”, “ნუთუ ამას ვიმსახურებ შენგან…”, “რასაც შენ გინდა იმას ვერასდროს ვერ გააკეთებ, სანამ მე ცოცხალი ვარ…”, და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ის სრულყოფილი ვარიანტი არ გახლავთ, რასაც  დაპირისპირებულ თაობებს შორის გაიგონებთ.  თუმცა ბევრ ოჯახში, სწორედ ასე ხდება, ბევრგანაც ყველაფერი ძალიან კარგად არის, ან ყველაზე უარესად ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ხშირად მათ(მშობლებს) არ ესმით ჩვენი, ხოლო ჩვენ არც კი ვცდილობთ გავაგებინოთ. ვწყვეტთ მათთან კავშირს და ვიკეტებით(ორივე მხარე) ჩვენს მიერ წარმოდგენილ “სიმართლეში”, რომელიც სინამდვილეში სიმართლის გარდა ყველაფერია. სწორედ ეს გახლავთ ის, “ჩატეხილი ხიდი”, რომელიც ძალიან ცუდათ მოქმედებს ორივე მხარეზე. თქვენც იყავით შვილები და ჩვენც გავხდებით მშობლები. თქვენც გინდოდათ გვიანობამდე მეგობრებთან ერთად გართობა და თქვენც გიშლიდნენ. ალბათ ბრაზდებოდით და იმ მომენტში ყველაზე მეტად “ვერ იტანდით” დედებს, მამებს, ნუთუ გინდათ, რომ თქვენც “ვერ აგიტანოთ”?  რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშობლებმა გაგვიგონ? პირველ რიგში უნდა გავაგებინოთ. ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები მათ მიმართ, ნუ ჩავთვლით, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამ დროს ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ.

vs,ოჯახი, დაპირისპირება, მამა, დედა, შვილი

მათ ჩვენ ყველაზე მეტად ვუყვარვართ, ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, მხოლოდ საუკეთესო უნდათ ჩვენთვის და თუ გვიანობამდე მეგობრებთან ერთად არ გვიშვებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ “რაიმე არ მოგვივიდეს”, არ უნდათ მეორე დღეს თვალები ჩაშავებული გვქონდეს, არ უნდათ გამოუძინარებმა ვიაროთ  ა.შ. ხედავთ როგორი საყვარლები არიან, ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენ კიდე ვბრაზობთ და ხმამაღლა გავყვირით “თქვენ ჩემი არ გესმით…” და საკუთარ თავში დარწმუნებულები ოთახის კარს რაც შეიძლება ცერემონიულად ვიჯახუნებთ(ეს პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა). არასდროს თქვათ უარი მშობლებთან საუბარზე, მოუსმინეთ, აუხსენით, ხოლო თქვენ, ძვირფასო მშობლებო გაიხსენეთ ახალგაზრდობა, თუ როგორ მაგრად ერთობოდით, როცა ჩვენხელა იყავით, ხოდა ჩვენც მოგვეცით საშუალება, რომ გავერთოთ…ძალიან არ დავიგვიანეეეებთ :) .

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.