…VS…

“თქვენ ჩემი არ გესმით…”,  “ჩემ ცხოვრებაში ნუ ერევი…” , “რასაც მინდა იმას ვიზამ…”,  “შენც ხომ იყავი ჩემხელა…”

ეს ის უხშირესი ფრაზები გახლავთ, რასაც ყოველ მეორე ოჯახში გაიგონებთ. შვილები vs მშობლები და პირიქით, ანუ ერთი დიდი ოჯახური დაპირისპირება. ზემოთ ჩამოთვლილ ფრაზებს ძირითადათ ჩვენ ახალგაზრდები, თინეიჯერები ვამბობთ და ნამდვილად შეგვიძლია მათი “ახსნაც”🙂, ხოლო მშობლები ამ დროს ჩვენი “დაჩაგვრის” მიზნით შემდეგ წინადადებებს ისვრიან: “შენც გახდები მშობელი…”, “ნეტავ შენნაირი შვილი გყავდეს და ისე გაგამწაროს, როგორც შენ მე მამწარებ…”, “ნუთუ ამას ვიმსახურებ შენგან…”, “რასაც შენ გინდა იმას ვერასდროს ვერ გააკეთებ, სანამ მე ცოცხალი ვარ…”, და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ის სრულყოფილი ვარიანტი არ გახლავთ, რასაც  დაპირისპირებულ თაობებს შორის გაიგონებთ.  თუმცა ბევრ ოჯახში, სწორედ ასე ხდება, ბევრგანაც ყველაფერი ძალიან კარგად არის, ან ყველაზე უარესად ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ხშირად მათ(მშობლებს) არ ესმით ჩვენი, ხოლო ჩვენ არც კი ვცდილობთ გავაგებინოთ. ვწყვეტთ მათთან კავშირს და ვიკეტებით(ორივე მხარე) ჩვენს მიერ წარმოდგენილ “სიმართლეში”, რომელიც სინამდვილეში სიმართლის გარდა ყველაფერია. სწორედ ეს გახლავთ ის, “ჩატეხილი ხიდი”, რომელიც ძალიან ცუდათ მოქმედებს ორივე მხარეზე. თქვენც იყავით შვილები და ჩვენც გავხდებით მშობლები. თქვენც გინდოდათ გვიანობამდე მეგობრებთან ერთად გართობა და თქვენც გიშლიდნენ. ალბათ ბრაზდებოდით და იმ მომენტში ყველაზე მეტად “ვერ იტანდით” დედებს, მამებს, ნუთუ გინდათ, რომ თქვენც “ვერ აგიტანოთ”?  რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშობლებმა გაგვიგონ? პირველ რიგში უნდა გავაგებინოთ. ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები მათ მიმართ, ნუ ჩავთვლით, რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ამ დროს ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებთ.

vs,ოჯახი, დაპირისპირება, მამა, დედა, შვილი

მათ ჩვენ ყველაზე მეტად ვუყვარვართ, ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, მხოლოდ საუკეთესო უნდათ ჩვენთვის და თუ გვიანობამდე მეგობრებთან ერთად არ გვიშვებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ “რაიმე არ მოგვივიდეს”, არ უნდათ მეორე დღეს თვალები ჩაშავებული გვქონდეს, არ უნდათ გამოუძინარებმა ვიაროთ  ა.შ. ხედავთ როგორი საყვარლები არიან, ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენ კიდე ვბრაზობთ და ხმამაღლა გავყვირით “თქვენ ჩემი არ გესმით…” და საკუთარ თავში დარწმუნებულები ოთახის კარს რაც შეიძლება ცერემონიულად ვიჯახუნებთ(ეს პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა). არასდროს თქვათ უარი მშობლებთან საუბარზე, მოუსმინეთ, აუხსენით, ხოლო თქვენ, ძვირფასო მშობლებო გაიხსენეთ ახალგაზრდობა, თუ როგორ მაგრად ერთობოდით, როცა ჩვენხელა იყავით, ხოდა ჩვენც მოგვეცით საშუალება, რომ გავერთოთ…ძალიან არ დავიგვიანეეეებთ🙂 .

3 Comments (+add yours?)

  1. tamaRa
    Mar 30, 2011 @ 18:18:58

    კარგია🙂 თუმცა, სამწუხაროდ, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი, წვრილმანი დეტალია…

    Reply

    • mamachemi
      Mar 30, 2011 @ 18:22:07

      კი, ნამდვილად გეთანხმები და სხვა პრობლემებზეც დავწერ, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრია. უბრალოდ ამ ყველაფერზე აუცილებელია საუბარია

      Reply

  2. otad
    Apr 08, 2011 @ 19:28:03

    pirvel rigshi mshoblis movaleboa swored is ro tvini gagiburgos…. roca swavla gezareba gedzaxos iswavle…roca kbilebis gamoxexva gezareba gedzaxos gamoixexe… da es chvevashi chamogiyalibdes…

    meorec kide aq aris ndobis paqtori tu rogor endoba mshobeli shvils… anu ndobashi is minda vigulisxmo ro tu rogori avtoriteti aq shvils mshobeltan anu endoba tu ara mshobeli shvils imashi ro tu rame varianti gaichita is cud nabijs ar gadagavs da kargad ipiqrebs… cudi garemodan adgeba wamova…

    ar vici magram mshobeli albat shvilis sauketeso megobari unda iyos yvelanairad…imdoneze ro cudic ro gaktos iseti ro megobarsac ki ver uyveba mshobels unda mouyves radgan mshobelma advekvaturi zomebi miigos tu ra uchirs shvils da rit daexmareba…

    nu shvilebsa da mshoblebs shoris brdzola ra tqmaunda rogorc ar unda iqceodes erti tu meore mainc iqneba rato ? imito ro axalgazrda cdilobs tavisi adgili naxos cxovrebashi daumtkicos tavis tavs tu is ra damoukidebelia da sheulia martoc cxovreba… me piradad mamachemtan dzalian xshirad vchxubob xolme tan seriozul dapirispirebashic gadazdila magram aqedan mogebiuli albat orive davrchit. rato ? imito ro mag dros davpiqrdi iset ragacebze razec ubralod arc ki mipiqria arasdros da albat arc ki vipiqrebdi ro ara msgavsi sityvacia.

    P.S memgoni patara posti gamomivida :))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: