რას ფიქრობს “მამაჩემი” სექსზე…

“მამა” უკვე ხვდება, რომ ვიცი თუ როგორი აბსურდია წეროების, კომბოსტოების და უცხოპლანეტების  მითები “ბავშვის კეთებასთან” დაკავშირებით. ისიც იცის, რომ უკვე დიდი გოგო ვარ და სექსთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორნმაციასაც ვფლობ. იმ აზრსაც ეგუება, რომ შეყვარებულ(ებ)ი მყოლია, მეყოლება და მასთან ერთად მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დავდიოდი  და არც ვივლი:) . ალბათ ისიც უფიქრია, რამეს ხომ არ “ვმაიმუნობთ”,  მარტო როცა ვრჩებით?🙂, მაგრამ ეს ფიქრები უმალვე ქრება მისი გონებიდან. პირველად, როდესაც ქალის და კაცის, კონკრეტულად ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე დავწერე, არ დამავიწყდება მამჩემის გაოცებული, ოდნავ ფერმკრთალი სახე. უბრალოდ ვუთხარი, რომ სტატია დავწერე ერთ-ერთ გაზეთში. მას უყიდია ეს გაზეთი და… “კარგი გოგო ხარ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ეს თემა?”, რაღაც გამომცდელი მზერა დავიჭერე მასში, როცა მან ეს მკითხა🙂. ალბათ “მამჩემი” არასდროს შეეგუება იმ აზრს, რომ “boyfriend”-ი მყავდეს და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ წილად ასეც უნდა იყოს. არა იმიტომ, რომ მამჩემი ერთი, “დრომოჭმული” კაცია, რომელსაც არაფერი ესმის ახალგაზრდების, პირიქით ძალიან თანამედროვე და საღად მოაზროვნე ადამიანია, უბრალოდ მას არ უნდა “ცხოვრება დავინგრიო”. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შორის სექსთან დაკავშირებით, მხოლოდ ის არის, რომ “მამა” თვლის, როდესაც 2 ადამიანს ურთიერთობა აქვთ, ე.ი. მათ ერთმანეთი უყვართ, რადგან უყვართ, მათი ცხოვრება ერთმანეთს უკავშირდება, რადგან უკავშირდება ე.ი. ეს ურთიერთობა ღვთისგან კურთხეულია(მამა ძალიან მორწმუნეა), რადგან კურთხეულია, მათ უდიდესი მისია ეკისრებათ შვილის გაჩენა და დარჩენილი ცხოვრების, ერთმანეთის სიყვარულით გატარება, ოღონდ სექსი ამ შემთხვევაში არა ურთიერთობის დაწყების მიზეზია, არამედ სიყვარული, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებაა(ქორწინება) სექსის მიზეზი. “ქალიშვილობის ინსტიტუტი” მაინც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს “მამაზე”. მე კიდევ ვთვლი, რომ “ქალწულად ჩაბარდე ქმარს”, ცოტა არ იყოს  გადამლაშებულია.  სექსი არ არის გარყვნილება, სექსით არ ხდება სულის წარწყმედა. მეგობარ ბიჭთან თუ გაქვს სექსი, ეს ძალიან ბუნებრივი და დავამატებ ბევრად ცივილურია, ვიდრე გაუფრთხილდე “აპკს” და ამ დროს მართლაც, რომ წარიწყმიდო “სული შენი”. თუმცა ერთ რამეში ვეთანხმები მამას, ყველაფერს თავის ასაკი, ანუ დრო აქვს. ალბათ სწორედ ამას გულისხმობს “მამაც”, მას არ უნდა ცხოვრებაში შეცდომით გადავდგა ნაბიჯი, ასევე ალბათ სექსშიც🙂, რომ მერე არ ვინანო, თუმცა ჩემი აზრით შეცდომები საჭიროა, რადგან ისწავლო, უფრო მეტი ვიდრე გგონია, რომ იცი. ზოგადად “მამა” და შვილი სექსზე არ საუბრობს, თუმცა ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა ისაუბრონ, რადგან სექსი ურთიერთობაა. ურთიერთობებზე საუბარი კი, მშობლებთან სასარგებლოა, რადგან ისინი კარგი მრჩეველები, უფროსები და გამოცდილები არიან. ჩვენ თქვენი აზრი გვაინტერესებს და გვინდა რომ მოგვისმინოთ. თქვენ “ჩვენ” იყავით და ჩვენც “თქვენ” გავხდებით…

მამა, მშობელბი და ბავშვები

6 Comments (+add yours?)

  1. მატვეი განაპოლსკი
    Apr 08, 2011 @ 10:24:38

    ნუ მეტნაკლებად გასაგებია მამის პოზიცია, მაშინ როდესაც მისი შვილი გოგოა🙂 აი ჩემგან რაღა უნდათ ჰა? :დ

    Reply

  2. ninexa
    Apr 08, 2011 @ 11:52:29

    me dzalian momecona tkveni blogi da imasac vtvli rom sakmaod karg temas sheexet. vetanxmebi tkvens mosazrebas da vtvli rom sexze laparaki sircxvili saertod ar aris da jobia im fiziologiuri motxovnis daikmayofileba, romelic adamians gaachnia ar itvlebodes sircxvilad.

    Reply

  3. otad
    Apr 08, 2011 @ 19:18:09

    hm… magari orazrovani tema :))) nu me piradad blogis avtrois azri amastan dakavshirebit ver gavige(arc wvads wvavs da arc shampurs)

    nu rac shexeba boyfriends imas getyodi ro boyfriendi ar nishnavs imas rom shen cxovrebashi mamakacia romeltanac sexy gaq i vso…

    ert rames vityodi.
    americashi magalitad qalma kacs boyfriend da an kacma qals girlfriend daudzaxos amas didi dro chirdeba da bevri chiri unda qondet mat gamocdili ertad (nu arc imdeni mara..)americis kanonmdeblobit tu girlfriend boyfriend_s aqvs aw ukve 7 weli urtiertoba isini avtomaturad colqmrad itvlebian da dashorebis shemtxvevashi qoneba iyopa….

    ase ro didi survili maq qartvel gogoebs boyfriendi ar ariot ragaceebshiiii.mamakacs romelsac shen ‘boyfriends’ daudzaxeb shen darwmunebuli unda iyo TITQMIS rom tqven ertad cxovreba shegiliat da eg urtiertoba kargad dagvirgvindeba…

    Reply

  4. edisher
    Apr 09, 2011 @ 09:46:45

    ჩემი აზრით სექსი მეგობარ ბიჭთან ასეც არ უნდა გაუბრალოვდეს, მაგრამ არც კატეგორიული თვით ცენზია საჭირო!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: